პანდემიის მეხუთე ტალღა და სპეციალისტების მიმართვა

ქვეყანა პანდემიის მძიმე სცენარების მოლოდინში.

ბოლო დღეების მაჩვენებლების გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგების ნაწილი მეხუთე ტალღას უკვე დაწყებულად მიიჩნევს და შარშანდელი ნოემბერ-დეკემბრის მძიმე სურათს პროგნოზირებს. წინა კვირებთან შედარებით, გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. დღეს გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი. ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა ბოლო 24 საათში უმნიშვნელოდ შემცირდა და ის ისევ 4 000-ს აჭარბებს. ექიმები გამოსავალს მხოლოდ ვაქცინაციის გააქტიურებაში ხედავენ. ორშაბათიდან მარათონი იწყება 3 000-ზე მეტი ადამიანით დასახლებულ სოფლებში, სადაც აცრის დაბალი მაჩვენებლებია.

დატოვე კომენტარი