პანდემიის გავლენა განათლების ხარისხზე

გამოწვევა, რომლის წინაშე განათლების სფერო ორწლიანმა პანდემიამ დააყენა.

იწყება სასწავლო დაწესებულებებზე კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების და ონლაინ-სწავლების ნეგატიური შედეგების გაანალიზება. განათლების სამინისტრო სკოლების პედაგოგებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შეაფასებს, თუ რა ზიანი მიადგა დარგს, რამდენად გაუარესდა განათლების ხარისხი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ზიანის ასანაზღაურებლად.

დასკვნის მომზადებამდე და რეკომენდაციების შემუშავებამდე მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასებები საკმაოდ მძიმეა.