პანდემიის გამოცხადებიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტი

პირველი მაღალი დონის ვიზიტი კოვიდ-პანდემიის შემდეგ და ჩაკეტილი საზღვრების პირობებში.

საქართველოში უნგრეთის პირველი დიპლომატი ჩამოვიდა. ევროკავშირის საბჭოს სიაში საქართველოს მოხვედრის შემდეგ ეს არის კიდევ ერთი გზავნილი ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან, რომ ჩვენს ქვეყანაში სტუმრობა უსაფრთხოა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისი ორი შეთანხმებით დატოვა. სტუმრის მიმართ მედიის ინტერესი მაღალი იყო ცნობილი უნგრული და მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავია-კომპანიავიზეარის“ კონტექსტშიც, რომელიც წინა კვირას აჟიოტაჟის ობიექტი გახდა.

ქართველი კოლეგის გარდა უნგრეთის პირველმა დიპლომატმა შეხვედრები გამართა სხვა უწყებების  ხელმძღვანელებთანაც. ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე უპირობო მხარდაჭერის გარდა, შეხვედრებზე ითქვა ისიც, რომ პარტნიორი ქვეყანა უნგრელ ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარება და ამ მიზნით უნგრეთში სპეციალურ საკრედიტო ხაზს გახსნის.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა იწყება განათლებისა და კულტურის სფეროებშიც.

დატოვე კომენტარი