პანდემია, სიძულვილის ენა და არჩევნები

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკოსების ტონი და რიტორიკა სულ უფრო მწვავდება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიძულვილის ენის გამოყენების ბრალდებით „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა სასამართლოში უჩივლოს. ყოფილი მმართველი პარტია მოქმედი მმართველი გუნდის ლიდერთა ლექსიკაში ბოლო დროს გახშირებული ეპითეტებითაა გაღიზიანებული. თავის მხრივ სახელისუფლებო გუნდი ოპონენტებს დესტაბილიზაციის მცდელობაში და ყალბი ამბების მიზანმიმართულად გავრცელებაში ადანაშაულებს.

სწორედ დაძაბული წინასაარჩევნო ფონი იყო ერთ-ერთი განსახილველი თემა დღევანდელ ონლაინ-შეხვედრაში, რომელშიც ვენეციის კომისიის ექსპერტებიც მონაწილეობდნენ.