პანდემია და საქართველოს გამოცდილება 

რუსეთის და მის მიერ მართული მარიონეტული რეჟიმების უსაფუძვლო თავდახმების ფონზე, საქართველო პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საერთაშორისო საზოგადოებისგან სულ უფრო მეტ დადებით შეფასებას იღებს.

რამ განაპირობა დაავადების გავრცელების დაბალი მაჩვენებლების შენარჩუნება – ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით გამართული დისკუსიის მთავარი თემა, რა დროსაც ელჩებმა ქართული მხარის მიერ გატარებული ზომები სამაგალითოდ შეაფასეს. კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევები დღესაც არ გამოვლენილა. ოთხიდან ერთი ისევ სატრანზიტო გადაზიდვას უკავშირდება, სამი კი უცხო ქვეყნიდან შემოსული ინფიცირებულის კონტაქტია. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, სასწავლო პროცესის გადადება არ განიხილება, თუმცა უსაფრთხოებისთვის გარკვეული რეგულაციების დანერგვა იგეგმება. „მოამბისთვის“ ცნობილი ხდება გაერო-ს ბავშვთა ფონდის ის რეკომენდაციები, რომლებსაც განათლების სამინისტროში უკვე განიხილავენ.