პანდემია და ეკონომიკური მაჩვენებლები 

„კოვიდ-19“-ის ნეგატიური ეკონომიკური შედეგები სტატისტიკაში აისახა.

საქსტატის მონაცემებით, მაისში ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი 13.5 %-ს შეადგენს, თუმცა გაცილებით მძიმე სურათი იყო აპრილში, როცა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში იმყოფებოდა და ბიზნეს-საქმიანობების დიდი ნაწილი ჯერ ისევ არ იყო გახსნილი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ პანდემიის დროს, ანუ აპრილ-მაისში მკვეთრად შემცირდა ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები, ზარალი კი თითქმის ყველა სექტორმა განიცადა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება და ბიზნესი სულ უფრო მეტად აქტიურდება, ხელისუფლება და სფეროს სპეციალისტები მომდევნო თვეებში ვითარების შედარებით გაუმჯობესებას ვარაუდობენ.

დატოვე კომენტარი