პანაშვიდი სიონის საპატრიარქო ტაძარში
ამ წუთებში სიონის ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო წირვას აღავლენს. წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. აღსანიშნავია, რომ ტაძარში მრევლის ნაკადი არ წყდება. მოქალაქეები პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად ყოველდღიურად მიდიან. საფლავთან მიახლოება კვლავ შეზღუდულია, რადგან მოსაპირკეთებელი სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულია.
დესი ვარდოსანიძის ჩართვა #მოამბე