პანაშვიდი სიონის საპატრიარქო ტაძარში

12:33, 31.03.2026

სიონში პატრიარქის სულის მოსახსენებლად პანაშვიდები ყოველდღიურად სრულდება. დილიდან ტაძარში ხალხმრავლობაა. მრევლი უწმინდესის, ილია მეორის საფლავთან მიახლოებას მონაცვლეობთ ახერხებს. პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიოს ლოცვა-კურთხევით, სასულიერო პირები პანაშვიდს მგალობლების თანხლებით, 40 დღის განმავლობაში გადაიხდიან. მომლოცველებისთვის ტაძრის კარი ყოველდღიურად, დილის 08:00-დან საღამოს 22:00 საათამდე ღიაა.

მსგავსი