პანაშვიდი სიონის საპატრიარქო ტაძარში
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ სიონის ტაძარში წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა. წირვის შემდეგ კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდა. აღსანიშნავია, რომ ტაძარში მრევლის ნაკადი არ წყდება. მოქალაქეები პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად ყოველდღიურად მიდიან.
დესი ვარდოსანიძის ჩართვა სიონის საპატრიარქო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში #მოამბე