აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თხოვნით, თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ჭოლარიების ოჯახში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები და წევრები, ასევე აპარატის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 5 იანვარს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ჭოლარიების ოჯახში გაჩენილ ხანძარს ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები 9 იანვარს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.