პალესტინის სახელმწიფოს აღიარება

18:21, 21.09.2025

დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: „დღეს, პალესტინელებისა და ისრაელელების მშვიდობისა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის იმედის აღსადგენად, გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“- განაცხადა სტარმერმა.

მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კანადის პრემიერიც. „კანადა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და სთავაზობს პარტნიორობას, როგორც პალესტინის სახელმწიფოსთვის, ასევე ისრაელის სახელმწიფოსთვის მშვიდობიანი მომავლის დაპირების შექმნაში.“- აცხადებს მარკ კარნი.

მსგავსი