პალესტინის სახელმწიფოს აღიარება - სიმბოლური თუ პრაქტიკული პოლიტიკა
გააქტიურებული საერთაშორისო ძალისხმევა ისრაელზე ზეწოლის გასაძლიერებლად.
ნიუ-იორკში, ისტ რივერის სანაპიროზე დღეს მნიშვნელოვანი მოვლენისთვის ემზადებიან – გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საფრანგეთი და ბელგია პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას აპირებენ. მსგავსი გადაწყვეტილებები უკვე მიიღეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ, რომლებიც ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების შეწყვეტას და სამშვიდობო პროცესის დაწყებას ითხოვენ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პალესტინის სახელმწიფოს გაერო-ს 193 წევრიდან დაახლოებით 150 უკვე აღიარებს. დღეს კი მათ დიდი შვიდეულის წევრებიც შეუერთდებიან. აშშ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების წინააღმდეგია. ისრაელის მწვავე რეაქციის ფონზე პალესტინის ავტონომიის წევრები აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას დიპლომატიურ გამარჯვებად აცხადებენ. ღაზაში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე ისრაელის სამხედრო ოპერაცია არ წყდება.