პალესტინის სახელმწიფოს აღიარება - მაკრონის სადავო ინიციატივა 

ჩიხში შესული მოლაპარაკებების და ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული გეგმა მსოფლიო მედიის მთავარი თემა ხდება.

ემანუელ მაკრონი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას აპირებს. გადაწყვეტილების მიზნად ანკლავში საომარი მოქმედებების შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება სახელდება, რისთვისაც მაკრონი რამდენიმე პირობას აყენებს. საფრანგეთის პირველი პირის განცხადებას საკმაოდ მძაფრი რეაქციები მოჰყვა აშშ-დან და ისრაელიდან. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანია – დიპლომატიურ ძალისხმევას ამ დრომდე კონკრეტული შედეგი არ აქვს. დოჰა უკვე დატოვეს ამერიკის და ისრაელის დელეგაციებმა. ჰუმანიტარული ორგანიზაციები ანკლავში მასობრივი შიმშილის საფრთხეზე მიუთითებენ. ღაზის ბლოკადაზე ინფორმაციას არ ადასტურებს ოფიციალური თელ-ავივი. თუ მაკრონის გეგმა რეალობად იქცევა, საფრანგეთი იმ 140 ქვეყნის ჩამონათვალში შევა, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებენ.