პაკისტანმა ინდოეთის ტერიტორიაზე თავდასხმა განახორციელა. ქაშმირში აფეთქებების ხმა გაისმა. ინფორმაციას ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანი ავრცელებს და ამბობს, რომ პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არღვევს. პარალელურად, ინდოეთის დასავლეთის შტატ გუჯარათში ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ბრალდებები უარყო პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა. „ჩვენი მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა გამორიცხულია. პაკისტანელი ხალხი ინდოეთზე გამარჯვებას ზეიმობდა“ – განაცხადა მან. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თქმით კი, პაკისტანის ტერიტორიაზე ინდოეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა, რამაც „მეჩეთების განადგურება გამოიწვია“, რასაც ინდოეთში უარყოფენ. მანვე კონფლიქტის დეესკალაციის პროცესში განსაკუთრებულად გამოყო აშშ-ს პრეზიდენტის წვლილი.