პაციენტთა მშობლების განცხადება

გენეტიკური და იშვიათი დაავადების, სპინალური კუნთოვანი ატროფიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დღეს შეხვედრა გაიმართა.

პაციენტების მშობლები და ექიმები აცხადებენ, რომ მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა დაავადების სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც პაციენტის ჯანმრთელობის ხარისხს აუმჯობესებს. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვენ, დაავადების სამკურნალო საშუალება საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდეს და მოხდეს მედიკამენტის ქართულ ბაზარზე შემოტანა. მათივე განმარტებით, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური თანადგომა, რადგან როგორც ექიმები და მშობლები აცხადებენ მკურნალობა ძვირადღირებულია. სახელმწიფოსგან მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა პეტიცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გადაეგზავნება.

დატოვე კომენტარი