პაციენტთა მდგომარეობა საუნივერსიტეტო კლინიკაში

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები დღეს 12-ით გაიზარდა და 208 შეადგინა. აქედან 48 გამოჯანმრთელებული და სამი გარდაცვლილია. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 71 პაციენტია მოთავსებული, მათგან მხოლოდ 53 შემთხვევა არის კოვიდ-დადასტურებული. რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ექვსი კრიტიკული პაციენტი.

14 წლის მოზარდი თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს – როგორია კოვიდ 19-ით ინფიცირებულის მდგომარეობა.