პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საუნივერსიტეტო კლინიკაში

ახალი კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 83 წლის მამაკაცს ქრონიკული დაავადებები – გულის უკმარისობა და მოციმციმე არითმია ჰქონდა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და ე.წ. თემქის კლასტერს მიეკუთვნებოდა.

ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 86 ინფიცირებული პაციენტი რჩება. შვიდი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. კლინიკას დღეს ექვსი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 139 გამოჯანმრთელდა