პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა აჭარაში

15:57, 21.04.2020

ბათუმში გვიან ღამით გამოკვლეული 90 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

ე. წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების რაოდენობა 520-მდე გაიზარდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს დამატებით, ქობულეთში მცხოვრებ 100-მდე ადამიანს გამოიკვლევენ. ასევე უახლოეს საათებში გახდება ცნობილი იმ 23 პირის ანალიზის პასუხი, რომლებიც ცხელების ცენტრში გუშინ საღამოს შევიდნენ. 35 ინფიცირებული რჩება კლინიკა მედალფაში, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, დანარჩენის კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.

მსგავსი