პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 21 პირი, რომელთაგან ოთხი სამხედრო მოსამსახურეა, ხუთი – ირანის მოქალაქე, ხოლო 12 – საქართველოს მოქალაქეა. არც ერთი მათგანის შემთხვევაში ვირუსული ინფექცია არ დასტურდება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი იმყოფება, მათ შორის ერთი 10 წლის ბავშვია, რომელიც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთიდან დაბრუნდა.

ორი პაციენტი საავადმყოფოში წუხელ გვიან ღამით, ქუთაისის აეროპორტიდან მიიყვანეს. ისინი საქართველოში იტალიიდან დაბრუნდნენ, ხოლო მეოთხე პაციენტი გერმანიაში იმყოფებოდა. ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ, ლუგარის ლაბორატორიიდან  ანალიზების პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი.