პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

საქართველოში დღეს კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 10. ახალი პაციენტები შეიყვანეს როგორც თბილისის ინფექციურში, ისე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში. ისინი ძირითადად ე.წ.  ბოლნისის კლასტერს წარმოადგენენ. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის და მათ სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

გუშინ ორივე კლინიკიდან რამდენიმე განკურნებული პაციენტი გაეწერა.