პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

საეჭვო სიმპტომებით 40 წლამდე ასაკის ქალი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის 2 მარტს იტალიიდან დაბრუნდა და დღემდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, დღეს კი მას ტემპერატურის მატება დაუდგინდა, რის გამოც მედიკოსებმა კლინიკაში მოათავსეს. ანალიზის პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

დღეიდან კორონავირუსის გამოკვლევა ბათუმის ლაბორატორიაშიც არის შესაძლებელი.