პაციენტის გარდაცვალება

გარდაცვლილი პაციენტის, თენგიზ ზარანდიას ოჯახი ექიმ გიორგი გერლიანისათვის სამედიცინო ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს.

როგორც თენგიზ ზარანდიას შვილმა, მარგო ზარანდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 11 სექტემბერს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში თენგიზ ზარანდიას ქირურგიული ოპერაცია არასათანადოდ ჩაუტარდა, რამაც პაციენტის მდგომარეობის გართულება გამოიწვია, ეს კი ექიმმა დამალა. მოგვიანებით ზარანდია თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამასთან რამდენიმე დღის წინ  გარდაცვლილის არასრულწლოვანმა შვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ექიმ გიორგი გერლიანს, რომელიც ტვინის შერყევით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს. ზარანდიას შვილის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება.   ზუგდიდის რეფერალურ  ჰოსპიტალში კი აცახდებენ, რომ გარდაცვალების ფაქტის შესწავლა დაწყებულია და სამედიცინო პერსონალის მხრიდან გადაცდომის დადგენის შემთხევაში, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.