პაციენტები ოკუპირებული აფხაზეთიდან

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული სამი ადამიანი შეიყვანეს. სამივე მათგანს ცხელება აღენიშნებოდა. ამის გამო, ისინი ინფექციურ კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა. მამაკაცსა და ორ მცირეწლოვანს, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ. ენგურის ხიდზე საველე კარავია მოწყობილი, სადაც მედიკოსები ყველა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ, ვინც საოკუპაციო ხაზს კვეთს. თუ ადამიანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდება, მას შესაბამის კლინიკაში გადაიყვანენ.