„ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერება“ – ამ სახელწოდების რეზოლუცია დაამტკიცა ევროსაბჭომ 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ. 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. დებატების ფორმატში მწვავე და კრიტიკული შეფასებები გაკეთდა.
რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ ასამბლეაში მუშაობაზე მანამდე თქვა უარი, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საგაზაფხულო სესიაზე ქართველი დეპუტატების მანდატები ცნო, თუმცა, გარკვეული დათქმებით.
ანა ბროლაძე დეტალებით #მოამბე