PACE-ს რეზოლუცია

ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან გართულებული ურთიერთობები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები – ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც ირაკლი კობახიძემ და ალენ ბერსემ ისაუბრეს. ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში შეხვდა. ქართულმა მხარემ ყველა თემაზე დიალოგისთვის მზადყოფნა დააფიქსირა, კონსტრუქციული დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმაც.

ამ შეხვედრას წინ უძღოდა საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოწოდება ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა. ოპოზიცია ევროსაბჭოს 89 დეპუტატის მხარდაჭერით მიღებულ რეზოლუციას ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგ გამოხატულებად აფასებს და ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებას ურჩევს. მმართველ გუნდში კი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ახალი არჩევნები მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას.

თამარ წიკლაური დეტალებით.