PACE-ს დეპუტატების განცხადება – პოლიტიკური შეფასებები 

12:01, 21.08.2025

საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადება მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. როგორც გუშინ გავრცელებულ  განცხადებაში იყო ნათქვამი, თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს, ისინი გაასაჩივრებენ „ქართული დელეგაციის“ უფლებამოსილებას და მოუწოდებენ ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გარიცხვის პროცესი. „ასამბლეამ უნდა დაიცვას თავისი წესები და რეზოლუციები. წევრ სახელმწიფოში ავტორიტარული უკუსვლის იგნორირება ამ ინსტიტუტის საფუძველს ძირს უთხრის. “ – ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადებაში.

მსგავსი