პაატა სალიას განცხადება

„რუსთავი ორის“ ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია მიიჩნევს, რომ ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალი და ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას შეძლებენ.

პაატა სალიამ 18 ივლისს ქიბარ ხალვაშის მიერ გაკეთებული განცხადებაც გაიხსენა, სადაც ხალვაში ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს, თუმცა ტელეკომპანიის  წილების გადანაწილებასთან დაკავშირებით პაატა სალია ინფორმაციას არ ფლობს.