ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს ყიდის. როგორც ტელევიზიის 100 %-იანი წილის მფლობელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზი კომპანიის მწვავე ფინანსური კრიზისია. ხალვაშის განცხადებით, კომპანია გასხვისდება გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. თუმცა, გამონაკლისი მიხეილ სააკაშვილია. კონკურსი ერთი კვირის ვადაში უნდა დასრულდეს.
განცხადებას აკეთებს ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია.