პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ხვდება

„რუსთავი 2“-ის ახალდანიშნული გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ხვდება. პაატა სალია კომპანიაში დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა. შენობაში შესვლამდე, ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა „რუსთავი 2“-ში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე. პაატა სალიამ იმ პირებსაც უპასუხა, რომლებიც ტელეკომპანიაზე პრეტენზიას აცხადებენ.

სალომე ქოქიაშვილი მუშაობს „რუსთავი 2“-თან და ტელეკომპანიის ახალი დირექტორის პოზიციებსა თუ განმარტებებს ის ახლა პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს.