პაატა სალია საერთაშორისო მინისტერიალზე

18:10, 20.09.2025

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მალტაში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციას დაესწრო. მინისტერიალის ფარგლებში პაატა სალიამ მალტის, თურქეთისა და უკრაინის იუსტიციის მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. მან ასევე, ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებით ოქმს, რომლის მიზანი სისხლის სამართლის სფეროში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთდახმარების მექანიზმების გაუმჯობესებაა.

მსგავსი