პაატა სალია „რუსთავი 2“-ის რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობს

„რუსთავი 2“-ის ახალი ხელმძღვანელი არხის რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობს. პაატა სალია ამბობს, რომ მენეჯმენტმა კომპანიაში მძიმე მემკვიდრეობა დატოვა. ამ დროისთვის ანგარიშზე არსებული თანხა კი ერთი თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებასაც კი არ ეყოფა.

ახალი დირექტორი განმარტავს, რომ ტელეკომპანიაში ამ ვითარების გასაუმჯობესებლად, ახლა გზებსა და გამოსავალს ეძებენ. პაატა სალია „რუსთავი 2“-ში დილიდან იმყოფება და თანამშრომლებს ხვდება.