პაატა სალიამ ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა მინისტერიალზე, რომელიც ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მისი პრევენციის საკითხებს ეხება. მინისტრმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე და აღნიშნა, რომ მათი ეფექტიანობა გავლენას ახდენს სამართლის უზენაესობაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მისი თქმით, ფინანსური დანაშაული სულ უფრო დახვეწილ ფორმებს იღებს და იყენებს ვირტუალურ აქტივებსა და სხვა ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს; ამ გამოწვევაზე რეაგირების საუკეთესო მექანიზმი კი, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერება და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა.