ფინანსური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლას და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებს ეძღვნება სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრთა კონფერენცია. ღონისძიებაში საქართველოს იუსტიციის მინისტრიც მონაწილეობს. პაატა სალიამ კონფერენციის მონაწილებს სიტყვით უკვე მიმართა და მათ ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. ყურადღება გამახვილდა პროცესში სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე. მინისტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი საჩივრების კლების ტენდენციაზეც ისაუბრა, რაც, პაატა სალიას შეფასებით, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და მართლმსაჯულების სისტემისადმი მოქალაქეთა მზარდი ნდობის შედეგია.