პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადება

12:15, 06.10.2026

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე და განაცხადა, რომ მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე. „ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი! სიმართლე უნდა ითქვას! პატიმარი, რომელიც ქართული რეჟიმის აღვირახსნილობას სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა, გარდაიქმნა გმირად, ხოლო რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი. ვფიქრობ, ეს „გადაწყვეტილება“ ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე”, – წერს შუქრი ბურჭულაძე.

მსგავსი