პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვა

პაატა ბურჭულაძის მეუღლე სასამართლოში ამ დრომდე იკითხება.

სასამართლოში გამოკითხვა მისი სურვილი იყო, რადგან ის გამოძიების მოთხოვნის შემდეგ პროკურატურაში არ გამოცხადდა. ანგელა ვასილენკო გამოძიების კითხვებს დღეს პირველად პასუხობს. მისი ადვოკატის თქმით, მას არ უცდია მიმალვა და გამოძიებისთვის ხელის შეშლა.

ფონდ „იავნანას“ გარშემო გამოძიება თანხების გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს.

პროკურატურა აცხადებს, რომ ამ დრომდე, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვა ვერ მოხერხდა.