პაატა ბურჭულაძის მეუღლე გამოკითხვაზე დღეს არ გამოცხადდება

პაატა ბურჭულაძის მეუღლე სასამართლოში გამოკითხვაზე დღეს არ გამოცხადდება. მან საქართველო რამდენიმე საათის წინ დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა. მისი თქმით, გამოძიების კითხვებს არ გაურბის და ყველა ინფორმაციას შესაბამის უწყებებს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიაწვდის.

გამოკითხვა 8 ოქტომბერს იყო ჩანიშნული, თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, თარიღი მოულოდნელად შეიცვალა. ანგელა ვასილენკო სასამართლოში გამოკითხვაზე ფონდ „იავნანას“ საქმიანობასთან დაკავშირებით დაიბარეს.