მზადება თვითმმართველობის თუ სატელეფონო არჩევნებისთვის – ოპოზიციურ ფლანგზე გაყოფილი პოზიციები და ალტერნატიული პლატფორმები.
მაშინ, როცა სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმა მთავარ მოთხოვნად ახალ საპარლამენტო არჩევნებს აცხადებს, ექს-პრეზიდენტის პოზიციონირებით უკმაყოფილო პაატა ბურჭულაძე მის გარშემო შემოკრებილ ოპოზიციურ ძალებთან შემოდგომაზე არჩევნების ტელეფონით ჩატარების გეგმებს აწყობს. თუმცა სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით ალტერნატიული არჩევნების იდეის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა და სკეპტიციზმია. ფაქტია ისიც, რომ ამ პლატფორმების მონაწილე ცალკეული პოლიტიკური ძალები ამ დრომდე თავს იკავებენ მერების და საკრებულოების არჩევნებში არმონაწილეობის გამოცხადებისგან, რაც მმართველი გუნდის ლიდერთა განცხადებების ფონზე აჩენს ეჭვს, რომ „გირჩის“ გარდა თვითმმართველობის არჩევნებს შესაძლოა ოპოზიციიდან სხვა მონაწილეებიც ჰყავდეს.