პაატა ბურჭულაძის განცხადება – გამოხმაურება
პაატა ბურჭულაძის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებული წერილით მან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირებს მოუწოდა, ყველა მათგანი დათანხმდეს პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას, რათა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. ის ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს სთხოვს, მაგალითი მისცეს ყველას და საპროცესო შეთანხმებას დათანხმდეს.
როგორც პატივსაცემ და უხუცეს პატიმარს, ვთხოვ, მაგალითი მისცეს ყველას და გადადგას ეს ნაბიჯი. რაც შემეხება მე, როგორც ამ პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს“, – აღნიშნულია პაატა ბურჭულაძის მიმართვაში.