პაატა ბურჭულაძის და ოპოზიციის გეგმა 

ხუთი დღე არჩევნებამდე და პასუხგაუცემელი კითხვები – რა იგულისხმება მშვიდობიან დამხობაში, როგორ აპირებენ იდეის ავტორები რევოლუციური გეგმის პრაქტიკაში განხორციელებას და  ვინ დააკომპლექტებს ტექნიკურ მთავრობას.

ყველაზე ხშირად 4  ოქტომბრის გეგმებზე მსოფლიო ბანი საუბრობს, თუმცა კონკრეტულ შეკითხვებს პაატა ბურჭულაძე ისევ არ პასუხობს. შესაბამისად ბურჭულაძის მისამართით კრიტიკა ოპოზიციურ ველზეც სულ უფრო ხშირად ისმის. ნაწილი მსოფლიო ბანს ფუჭი მოლოდინების შექმნაში ადანაშაულებს, მეორე ნაწილი კი წარუმატებლობის შემთხვევაში სრულ პასუხისმგებლობას, სწორედ საოპერო მომღერალს აკისრებს. რიტორიკას არ ცვლის „ნაციონალური მოძრაობაც“ და ოთხ ოქტომბერს სიურპრიზებს აანონსებს.

ხომ არ იკვეთება ოპონენტების გეგმაში „ქართული ოცნებიდან“ წასულების კვალი – ეს კიდევ ერთი კითხვაა, რასაც პასუხი ოთხ ოქტომბერს გაეცემა. ნებისმიერ შემთხვევაში, მმართველი გუნდი ოპოზიციის წარუმატებლობაში დარწმუნებულია.