პაატა ბურჭუალძის მიმართვა – გამოხმაურება

15:16, 01.07.2025

პაატა ბურჭულაძე თბილისის მერიას მიმართავს, 4 ოქტომბრის ყრილობისთვის „დინამოს“ სტადიონის დაქირავების თანხა გადაუხადოს. მისი თქმით, სტადიონის თანხის დასაქირავებელი ფინანსები არ აქვთ. ამის შესახებ მან პალიტრა NEWS-ის ეთერში განაცხადა. გადაცემის წამყვანმა ბურჭულაძეს თბილისის მერის საჯარო პასუხი წაუკითხა, რომლის თანახმადაც, „დინამოს“ სტადიონი არის კერძო საკუთრება, რომელიც ეკუთვნის ბიზნესმენ რომან ფიფიასა და კლუბ „დინამოს“, რის შემდეგაც ბურჭულაძემ მიმართა მერიას, გადაიხადოს „დინამოს“ სტადიონის დაქირავების თანხა. ბურჭულაძის განცხადებას შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.

მსგავსი