დაპირისპირება ოზურგეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის

ხმაურია ოზურგეთში, სადაც ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებს აქცია-პერფომანსი უნდა გაემართათ. მათ სცადეს, საკრებულოს კარზე აეჭედებინათ ჩაფხუტი, თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის.

შეგახსენებთ,  “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ბესო ქათამაძის მხარდამჭერებს დღეს აქცია უნდა გაემართათ. მათი მოთხოვნა უცვლელია, დაისაჯოს ქათამაძის ცემაში მონაწილე პირები და გადადგეს საკრებულოს თავმჯდომარე.