ოზურგეთში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადება

ოზურგეთში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლი, ლანჩხუთის მერის რწმუნებულს სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში, არჩევნების დღეს პროვოკაციის მოწყობის დაგეგმვაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, რწმუნებულის და მისი გარემოცვის მხრიდან სუფსაში იგეგმება ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანა, რათა არჩევნებში, არასასურველი შედეგის შემთხვევაში, მარტივად მოხდეს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდების მართვა და პროვოკაციის მოწყობა.

აღნიშნულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი.