ოზურგეთში მცხოვრები ბიზნესმენი აცხადებს, რომ მას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

ოზურგეთში, დაბა ლაითურში მცხოვრები ბიზნესმენი იგორ ასკაროვი აცხადებს, რომ მას და მის მეუღლეს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასკაროვს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისთვის, მას სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

 

დატოვე კომენტარი