ოზურგეთში განახლებული ფოლკლორის ცენტრი იმუშავებს

მაისიდან ოზურგეთში განახლებული ფოლკლორის ცენტრი იმუშავებს. შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას ჩაუტარდა. სამშენებლო სამუშაო მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 წლის წინ დაიწყო.

პროექტის დასრულების პროცესს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ადგილზე გაეცნო.