ოზურგეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს
ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს რეგიონებშიც. ოზურგეთში მერმა, სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ისინი ასევე სოფელ მერიაში იმყოფებოდნენ, სადაც ვეტერან შოთა გოგატაძეს სახლში ეწვივნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს. მან საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება – 2 000 ლარი მიიღო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სახელით კი დამატებით 2 000 ლარი გადაეცა.