ოზურგეთის საკრებულოს ენმ-ის დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ოზურგეთის საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტს, მას თავის არეში დაზიანება აქვს მიყენებული და ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობას. საკრებულოს შენობის წინ აქციაზე შეხლა-შემოხლა ნიკა მელიასა და გუბერნიის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის დაიწყო, რასაც ქათამაძის მხარდამჭერის გია ძირკვაძის დაკავება მოჰყა.

აქციამ პოლიციასთან გადაინაცვლა. მონაწილეები ქათამაძის მხარდამჭერის გათავისუფლებასა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ცემაში მონაწილეთა დასჯას მოითხოვდნენ. ქათამაძის მხარდამჭერი გია ძირკვაძე მალე გაათავისუფლეს. საკრებულოს წევრის ცემის ფაქტზე კი ბრალი „ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს წარედგინა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა ინციდენტში მონაწილე დეპუტატების დაკითხვის პროცესი. ბესო ქათამაძის მომხრეების აქცია გვიან ღამით დასრულდა. მათ სამართალდამცავებს 48 საათი მისცეს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და ქათამაძის თანასოფლელები პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.