ოზურგეთის მოსახლეობის ნაწილი შიმშილობის დაწყებას აანონსებს

ოზურგეთის მოსახლეობის ნაწილი პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრება და შიმშილობის დაწყებას აპირებს.

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მათი კორპუსის სიახლოვეს მდებარე გაზგასამართი სადგურის დემონტაჟს ითხოვს.

ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის გამო, მოსახლეობას ექიმების დახმარებაც კი დასჭირდათ.

რას ითხოვენ ოზურგეთელები და როგორია ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი, რა ზომების მიღებას გეგმავს ქალაქის მერია, – დეტალები ნახეთ #მოამბის სიუჟეტში.