ოზურგეთის მოსახლეობა ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებს ეცნობა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებს ოზურგეთის მოსახლეობა ეცნობა.

სპეციალისტებმა საკარმიდამო ნაკვეთში სადემონსტრაციოდ „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური დაამონტაჟეს, მოსახლეობას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია წამლობის შესახებ და პრაქტიკულ მაგალითზე აუხსნეს მისი გამოყენების წესი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდი რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ და აპრობირებულია არაერთ განვითარებულ ქვეყანაში.