ოთო ნემსაძის საკონკურსო ვიდეორგოლის პრეზენტაცია

ოთო ნემსაძის საკონკურსო ვიდეორგოლის პრეზენტაცია დღეს შედგება.

პირველი არხის მაყურებელს მისი ნახვის შესაძლებლობა „მოამბის“ მთავარი გამოშვების დასრულების შემდეგ ექნება.  ასევე, ვიდეორგოლი ხელმისაწვდომი იქნება ევროვიზიის კონკურსის „იუთუბის“ არხზეც.

გაზიარებისა და ნახვების დაგროვება კონკურსანტის შედეგებზე დადებითად აისახება. ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე კვირის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობდა.

კლიპის რეჟისორი გიორგი ებრალიძეა.

ოთო ნემსაძე ევროფესტივალზე 14 მაისს იმღერებს.