ოთო ნემსაძე „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულია

პირველი არხის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავი“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. ის საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში გაემგზავრება და რომან გიორგაძის სიმღერას შეასრულებს.

მეგაშოუს გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ მაყურებელზე იყო დამოკიდებული. პირველი არხის მაყურებლებმა ის სატელეფონო ზარებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით და „ფეისბუქ მესენჯერის“ საშუალებით გამოავლინეს.

„საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტებმა სიმღერები თავად შეარჩიეს. კომპოზიციები სპეციალურად ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის ქართველმა კომპოზიტორებმა დაწერეს.